top of page

როგორ უნდა მოვიქცეთ თუ სამსახურიდან უკანონოდ გაგვანთავისუფლეს?

Updated: Jan 27

საქართველოს შრომის კოდექსი ეს არის საქართველოს ორგანული კანონი და აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთოებებს.


რა უნდა ვიცოდეთ, როდესაც სამსახურიდან უკანონოდ გვიპირებენ გათავისუფლებას?

პირველ რიგში, უნდა დავადგინოთ, შეწყდა თუ არა შრომითი ურთიერთობა კანონით გათვალისწინებულისაფუძვლით, ხოლო შემდგომ, მოკვლეულ იქნეს, არსებობდა თუ არა ამ საფუძვლის გამოყენების ფაქტობრივიწინაპირობა.

თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში დეტალურად უნდა იყოს ასახული, თუ რომელი მუხლის შესაბამისად ხდება პიროვნების სამსახურიდან გათავისუფლება, აგრეთვე უნდა მოხდეს ფაქტობრივიგარემოებების შესაბამისობისა და თავსებადობის დადგენა ბრძანებაში მითითებული სამართლებრივისაფუძველთან.

 

დასაქმებულს უფლება აქვს: 

  • გაიგოს მიზეზი თუ რატომ  მოხდა მისი სამსახურიდან გათავისუფლება.

    (რიგ შემთხევებში, სამსახურიდან დათხოვნას, წინ უსწრებს რამდენიმე გაფრთხილება, ან საყვედური ადმინისტრაციის მხრიდან, თუმცა ხშირ შემთხვევაში გათავისუფლებას წინაპირობის გარეშე ახდენს ხელმძღვანელობა)


  • თუ არ არსებობს მიზეზი ან გათავისუფლების მიზეზი არის ბუნდოვანი. დასაქმებული უფლებამოსილია გაუგზავნოს დამსაქმებელს წერილობითი შეტყობინება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლისწერილობით დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე. აღნიშნული დოკუმენტი აუცილებელია, როგორც მიზეზის გაგებისთვის, ასევე დიდი მნიშვნელობის მქონეა სასამართლო პროცესზე.


  • დამსაქმებლის მხრიდან დასაბუთებული, არგუმენტირებული გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს მოთხოვნის წარდგენიდან 7 დღეში.


  • დასაქმებული უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში მიმართოს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე.

 

სასამართლოს გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ თქვენი დავის განხილვა ძალიან გაჭიანურდეს და  პროცესის ჩანიშვნისას, თქვენი მოთხოვნა ისეთივე აქტუალური აღარ იყოს.


მაგრამ მიუხედავად ამისა, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ შემდეგი:

  • სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა;

  • სამსახურში აღდგენა იმავე ან ტოლფას პოზიციაზე, ასეთის არარსებობის შემთხვევაში,

  • კომპენსაციის დაკისრება;

  • იძულებითი განაცდურის ანაზღაურება უკანონოდ გათავისუფლების თარიღიდან სასამართლოსგადაწყვეტილების აღსრულებამდე.


პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც, სასამართლო პროცესის ჩანიშვნის თარიღისთვის, საკითხი აქტუალობას კარგავს და მხარეს აღარ სურს დასაქმდეს იგივე სამსახურში, რადგან მას, უკეთესი სამუშაო ადგილი აქვს იმ პერიოდისთვის. თუმცაღა პიროვნებისთვის მნიშვნელოვანია განაცდურის ანაზღაურება და სამართლიანობის განცდის დაბრუნება.


The girl was fired from her job

შრომითი ურთიერთობის დამსაქმებლის ინიციატივით შეწყვეტისას, დამსაქმებელი ვალდებულია:


  • დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობისპროპორციულად, მიუხედავად გათავისუფლების საფუძვლისა.


  • უზრუნველყოს საბოლოო ანგარიშსწორება გათავისუფლებიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღის ვადაში, მიუხედავად გათავისუფლების საფუძვლისა.


  • გააფრთხილოს დასაქმებული არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე წინასწარი წერილობითიშეტყობინების გაგზავნით გათავისუფლებასთან დაკავშირებით, როდესაც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისსაფუძვლად მითითებულია შრომის კოდექსის 47-ე მუხლის „ა“ ვ“ან „ო“ ქვეპუნქტით ხდება.


  • 30 კალენდარული დღით ადრე წინასწარი გაფრთხილების შემთხვევაში - დასაქმებულს აუნაზღაუროსკომპენსაცია არანაკლებ 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელიარანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილებს დასაქმებულს გათავისუფლებასთან დაკავშირებით, დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით.

 

შრომითურთიერთობასთანდაკავშირებულისაკითხები,რომლებსაცარაწესრიგებსესკანონიანსხვასპეციალურიკანონი,რეგულირდებასაქართველოსსამოქალაქოკოდექსისნორმებით.



 
 
 

Comments


LEGALSTUDIO

bottom of page