top of page

როგორ მივიღოთ ალიმენტი?

ალიმენტი ლათნური სიტყვაა და “საკვებს”, საზრდოს” ნიშნავს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ალიმენტის ცნებას და ავალდებულებს მშობლეს არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე სრულწლოვანი მაგრამ შრომისსუნარო შვილები, რომლებსაც დახმარება სჭირდბათ.


  • როგორ განისაზღვრება ალიმენტის ოდენობა?

ალიმენტის ოდენობა ყოლვეთვის წარმოადგენს მსჯელობის საგანს, რადგან ხშირ შემთხვევები, როდესაც მშობლები ვერ თანხმდებიან ალიმენტის ოდენობაზე, ერთ-ერთი მშობელი თავს არიდებს მასზე დაკისრებული ვალდბეულების შესრულბას და სასამართლო იძულებული ხდება თვითონ განსაზღვროს ალიმენტის ოდენობა.


  • როგორ მსჯელობს სასამართლო?

აღნიშნულ საკითხე სასამართლო კომპლექსურად მსჯელობს და იმისათვის რომ მოახდინოს სამართლიანი შეფასება ითვალისწინებს რამდენიმე კრიტერიუმს. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. გარდა ამისა, მშობელს შეიძლება დაეკისროს მონაწილეობის მიღება დამატებით ხარჯებშიც, რომლებიც გამოწვეულიაგანსაკუთრებული გარემოებებით (მაგ. ბავშვის მძიმე ავადმყოფობით ან სპეციალური საჭიროებით).


  • როგორ ხდება ალიმენტის გადახდა?

მშობლები ალიმენტს იხდიან თავისი სურვილის საფუძველზე, სასმართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან მხარეთა შეთანხმებით.


საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, არსებობს საალიმენტო ვალდებულების შეწყვეტისისეთი საფუძვლები, როგორიცაა, მაგალითად: საალიმენტო ვალდებულების ერთ-ერთი მხარისგარდაცვალება, შეთანხმების ვადის გასვლა, და საალიმენტო შეთანხმებაში გათვალისწინებულისხვა საფუძვლები. ამდენად, ალიმენტის მიმღების ან გადამხდელის გარდაცვალება უდავოდ იწვევსსაალიმენტო ვალდებულების შეწყვეტას.

აღსანიშნავია, რომ ალიმენტი დაუყოვნებელ აღსასრულებელ საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება, დამასზე ხანდაზმულობის  ვადა არ ვრცელდება.

 

 

ასევე საგულისხმოა ის ფაქტი, რომ თუ ერთ-ერთი მშობელი დროებით უმუშევარია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმ პერიოდში მას არ დაეკისრება ალიმენტის გადახდის ვალდებულება.


ხშირია შემთხვევები, როდესაც ალიმენტის გადამხდელი პირი, სამსახურს სთხოვს და არ აჩვენებს შემოსავალს, კერძოდ კი ხელზე იღებს ხელფასს და ამით თავს არიდებს საკუთარი შვილისადმი ვალდებულების შესრულებას.

ზემოაღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ მშობლებს ენიჭებათ თანაბარი უფლებები და მოვალეობები შვილების მიმართ, შესაბამისად, ორივე ვალდებულია  დაეხმარნონ ბავშვს არამარტო მატერიალურად, არამედ მხარი დაუჭირონ რომ ის გაიზარდოს საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი.


  • როგორ მოვიქცეთ თუ მშობელი არ იხდის ალიმენტს?

შეგვიძლია მივმართოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და წარმვადგინოთ შემდეგი სახის დოკუმენტები:

  1. განცხადება

  2. სასამართლო გადაწყვეტილება ან მისი დამოწმებული ასლი,

  3. სააღსრულებო ფურცლის დედანი

  4. განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი

  5. წარმომადგენლობისას - მინდობილობა

  6. საბანკო რეკვიზიტები

 
 
 

Yorumlar


LEGALSTUDIO

bottom of page