top of page

აპოსტილი და ლეგალიზაცია

Updated: Jan 23

  • რას ნიშნავს აპოსტილით დამოწმება ?


აპოსტილი არის სპეციალური შტამპი, რომელიც დასმულია, ნოტარიულად დამოწმებული საბუთის მეორე მხარეს და ადასტურებს ოფიციალური დოკუმენტის წარმოშობის ნამდვილობას.

საბუთის აპოსტილით დამოწმება ძირითადად გამოიყენება  ისეთ ოფიციალურ დოკუმენტებზე, რომლებიც უცხო ქვეყანაში სამოქმედოდ წარსადგენად არის შედგენილი. აპოსტილით დამოწმება ხორციელდება ნებისმიერი პირის განცხადების საფუძველზე, რომელიც მიმართავს აპოსტილით დამოწმებაზე უფლებამოსილშესაბამის ორგანოს.

იმისათვის, რომ გამოვიყენოთ დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება, საჭიროა, პირველ რიგში გავიგოთ, ესა თუ ის ქვეყანა, არის თუ არა ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის წევრი.

2007 წლიდან  საქართველოსთვის ძალაში შევიდა ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენცია, რომელიცაუქმებს უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნას. რაც ძალიან ამარტივებსოფიციალური დოკუმენტების დამოწმების პროცედურებს.  (მსოფლიო ქვეყნების დაახლოებით 100 ქვეყანა არის უკვე აღნიშნული კონვენციის ხელშემკვრელი მხარე)

 აპოსტილით დამოწმებას ექვემდებარება როგორც დოკუმენტის დედანი, ისე დოკუმენტის ნოტარიულადდამოწმებული ასლი და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ასლის დედანთან იგივეობის დამოწმებისფურცელი.


  • ვინ ახორციელებს აპოსტილით დამოწმებას?


საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (იუსტიციის სახლი).


  • დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე უარი შეიძლება ითქვას, თუ:

ა) დოკუმენტზე ტექსტის ამოკითხვაშეუძლებელია (ძნელად გასარკვევია); ბ) დოკუმენტები ხელმოწერილია ფანქრით; გ) დოკუმენტის ასლებიდაუმოწმებელია; დ) დოკუმენტებში დაფიქსირებულია დაუმოწმებელი შესწორებები ან შეინიშნებაგაყალბების ნიშნები;


  • რას ნიშნავს ლეგალიზაცია?


ლეგალიზაცია, დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისაგან განსხვავებით, წარმოადგენს ხანგრძლივ პროცედურას, რომელიც გულისხმობს დამოწმების პროცესში რამდენიმე (უწყების) მონაწილეობას.

საქართველოში ლეგალიზაციის განხორციელებით დასტურდება საქართველოს ტერიტორიაზე შედგენილდოკუმენტსა და სალეგალიზაციო შტამპზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა, ხელმომწერი პირისუფლებამოსილება და ბეჭდის ან შტამპის ავთენტიკურობა.

  • ვინ ახორციელებს ლეგალიზაციას?

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო;

ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;

გ) საქართველოს უზენაესი სასამართლო;

დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

 

ლეგალიზაციის პირველი ეტაპის განმახორციელებელი ორგანოები ვალდებული არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს თანამდებობაზე დანიშვნის დღესვე წარუდგინონ სალეგალიზაციო შტამპზე ხელმოწერის უფლებამოსილების მქონე პირების ხელმოწერისა და შესაბამისი ბეჭდის ნიმუშები.

 უფლებამოსილი ორგანოები დოკუმენტების ლეგალიზაციისას იყენებენ ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ ლეგალიზაციის პირველი ეტაპის შტამპს, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრო იყენებს ლეგალიზაციის მეორე ეტაპის შტამპს

ლეგალიზაციის დროს აუცილებელია დოკუმენტის მიმღები უცხო ქვეყნის საკონსულო დაწესებულების მიერმისი დამოწმება (საკონსულო ლეგალიზაცია), რის შემდეგაც დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელი იქნებამხოლოდ ამ კონკრეტულ უცხო ქვეყანაში.

დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ერთსაფეხურიანი პროცედურაა და გულისხმობს მხოლოდ ერთიკონკრეტული უწყების მიერ მის დამოწმებას. ხოლო ლეგალიზაცია, ბევრად მეტ დროს და უწყებასთან კომუნიკაციას მოითხოვს.

დამატებით კითხვების შემთხვევაში, ჩვენი იურიდიული კომპანია მზადაა ამომწურავი პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას.




 
 
 

Commentaires


LEGALSTUDIO

bottom of page